Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი ძლიერმა წვიმამ დააზარალა


ძლიერი წვიმით დატობორილი ბათუმი(საარქივო ფოტო)
ძლიერი წვიმით დატობორილი ბათუმი(საარქივო ფოტო)

აჭარაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეების ადიდების გამო, ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და ქუჩები დატბორა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ქალაქის გარეუბნების მცხოვრებნი. კახაბრის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადავიდნენ მდინარეები მეჯინისწყალი, ფერია და ხახული. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ერთი ხიდი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30-31 ოქტომბერს მაშველებმა განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავეს. ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. უმრავლესობა ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გაყვანა. ევაკუაციის პროცესში სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად ჩართული იყო სამაშველო ნავი. მეხანძრე-მაშველებთან ერთად მობილიზებულნი იყვნენ პოლიციის ჯგუფები.

ამავე სამსახურის ცნობით, 31 ოქტომბერს დილისთვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რამდენიმე ადგილას გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG