Accessibility links

მეუფე პეტრე: ჭეშმარიტება არის მარადიული, ჩემთვის არაფერი შეცვლილა


„ჭეშმარიტება არის მარადიული, ჩემთვის არაფერი არ შეცლილია. მირჩვენია სიმართლისათვის დავისაჯო. ვიდრე ტუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლოს სიტყვას იტყვის უფალი“,- განაცხადა ჭყონდიდისმიტროპოლიტმამუეფე პეტრემ საპატრიარქოში სინოდის სხდომაზე შესვლის წინჟურნალისტებთან საუბარში.

“რაც შეეხევა ჩემთან დამოკიდებულებას და ჩემთან დაკავშირებულ საკითხს და თქვენ რაც გაინტერესებთ სასჯელს, თუ დღევანდელი სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, ყველა სასულიერო პირის საკითხი კანონიკური სამაართლით უნდა განიხილებოდეს.

„საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქმნას და ყველა ადამიანის, ჩემი და ყველა იერარქის საკითხი, უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით“, - განაცხადა მან.

მეუფე პეტრეს სიტყვებით, დეკანოზ მამალაძის საკითხზე განმარტებას სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ „უკარაინას ეკუთვნის ავტოკეფალია“.

დღეს, 31 ოქტომბერს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. მისი დღის წესრიგი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

2019 წლის პირველი სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ 30 ოქტომბერს, სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ პატრიარქი ჯანმრთელადაა და წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელებს.

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც უსიამოვნო მითხრეს, გამეორებაც არ მინდა. პატრიარქი მშვენივრად არის. მისთვის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, ისე, როგორც იყო, სანამ გაციების ვირუსი ექნებოდა. ახლა კარგადაა, ჩვეულებრივ შრომით რეჟიმშია“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.

სინოდის სხდომის დანიშვნას წინ უძღოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის საჯარო განცხადებები, რომ მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მთავრობის მაღალჩინოსნები გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.

26 ოქტომბერს, ტელეკომპანია "პირველთან" მეუფე იაკობის ინტერვიუს თანახმად, საუბარია სავარაუდოდ, 2018 წელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე.

28 ოქტომბერს, როცა მეუფე იაკობი მისივე თხოვნით, პატრიარქმა ქორეპისკოპოსის მოვალეობის შესრულებისგან გაათავისუფლა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა მეუფე იაკობის ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ მსგავსი შეხვედრა არ გამართულა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წასულა.

29 ოქტომბერს, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება, თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა“.

სინოდის სხდომა 12 საათზე დაიწყო.

სხდომას ვერ დაესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, რომელიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს მასპინძლობს.

მეუფე გრიგოლი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერია. წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG