Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტი ანტონი: “გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს"


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი

“გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”, - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე. მისი ეს პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებდა თუ არა წმინდა სინოდი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობას. მიტროპოლიტმა შეკითხვის პასუხად განაცხადა, საჭიროა მოვლენების განვითარების დალოდება, პირადი პოზიცია კი გამოხატა სიტყვებით: “გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 12 საათზე დაიწყო. სხდომის დღის წესრიგი არ გავრცელებულა, შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რაზე მსჯელობენ სინოდის წევრები და არის თუ არა განსახილველ საკითხებს შორის უკრაინის ავტოკეფალიის საკითხიც.

სინოდის სხდომის დანიშვნას წინ უძღოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის საჯარო განცხადებები, რომ მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მთავრობის მაღალჩინოსნები გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.

28 ოქტომბერს, როცა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მისივე თხოვნით, პატრიარქმა ქორეპისკოპოსის მოვალეობის შესრულებისგან გაათავისუფლა, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა მეუფე იაკობის ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ მსგავსი შეხვედრა არ გამართულა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წასულა.

29 ოქტომბერს, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG