Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა


უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნატოს დღის წესრიგში უცვლელად უნდა დარჩეს უკრაინისათვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ( MAP) მინიჭება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა 31 ოქტომბერს, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართული ერთობლივი კონფერენციის დროს.

"ჩვენ მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ უკრაინა იმსახურებს ამ ფორმატს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც ყველა არსებით კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ.

მიუხედავად ამ დაპირებისა, საქართველოს და უკრაინას აქამდე არ მიუღიათ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში ეხმარება.

უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო. 30 ოქტომბერს ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები და ნატოს გენერალური მდივანი ოდესაში იმყოფებოდნენ, დღეს კი კიევში მართავენ შეხვედრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG