Accessibility links

ჩრდილოეთმა კორეამ ორი რაკეტა გამოცადა


სამხრეთ კორეის ტელევიზიით გადაიცა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების ამსახველი ვიდეო.

ჩრდილოეთმა კორეამ რაკეტამ კვლავ განახორციელა რაკეტების გაშვება აღმოსავლეთ ზღვის რეგიონში, რაც მიუთითებს ფხენიანის მიერ სარაკეტო ცდების განახლებაზე ბირთვული მოლაპარაკების თაობაზე ვაშინგტონთან ჩიხში შესული მოლაპარაკების ფონზე.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ორი რაკეტის გაშვების შესახებ ცნობა 31 ოქტომბერს გაავრცელეს სამხრეთ კორეისა და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ორი "უცნობი კლასისი რაკეტის" გაშვება 31 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში განხორციელდა სამხრეთ ფხიონანის პროვიციაში.

იაპონიის ხელისუფლება რაკეტებს უწოდებს ბალისტიკურს, რომლებიც ჩავარდნენ იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონიდან (EEZ) 370 კილომეტრის დაშორებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG