Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მეუფე პეტრეს განკვეთა ვერ უშველის საქმეს, პირიქით დაამძიმებს ვითარებას


დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფიქრობს, რომ მეუფე პეტრეს მღვდელთმთავრობიდან ჩამოშორება ეკლესიაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამის შესახებ ჭიღლაძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

მეუფე პეტრეს განკვეთა ვერ უშველის საქმეს, ეს პირიქით დაამძიმებს ვითარებას, საპატრიარქოს იმიჯს, პატრიარქის სახელსაც, ეს არ უშველის და არ შეეწევა ეკლესიას."

ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი ჩამოართვა პატრიარქმა სინოდის სხდომაზე მას შემდეგ, რაც - მეუფის განცხადებით - მან ილია მეორე ამხილა "მამათმავლობასა და პიდარასტულ ცოდვაში".

ილია ჭიღლაძის თქმით, "სახეზეა კატასტროფული მდგომარეობა. სრული შოკი". დეკანოზი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა გამოიკვლიოს მიზეზები, თუ რატომ მივიდა ეკლესია ამ მდგომარეობამდე და რატომ არ იჭრება პრობლემები დროულად.

"ეს იყო წლობით დაგროვილი უზარმაზარი პრობლემები. თუნდაც, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი, რომელიც სინოდმა მხოლოდ ამდენი სკანდალის, მოთხოვნისა და გარჩევის შემდეგ მიიღო დააკმაყოფილა. ეს ხომ შეიძლებოდა 1 წლის წინაც გაკეთებულიყო."

ილია ჭიღლაძის თქმით, გამოსავალი არის საეკლესიო კრებაში, თუმცა არა არსებული სახით:

"საეკლესიო კრება, რომელიც რამდენიმე დღისა და შეიძლება თვეების მანძილზე გაგრძელდეს. სადაც, საკითხები იქნება სრულყოფილად გამოკვლეული. სადაც კრებას დაესწრებიან არამხოლოდ ეპისკოპოსები, არამედ მღვდლები, დიაკვნები, მონაზვნები, სასულიერო სასწავლებელთა წარმომადგენლები, როგორც ამას აწესებს საქართველოს ეკლესიის დებულება. ეკლესია არ არის ეპისკოპოსთა საკუთრება."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG