Accessibility links

პეტრე ცაავა: დღეს მაინც მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგმა. პარალიზებული ადამიანი 8 თვეა იქ [ციხეში] არის


ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა „მთავარი არხის“ ეთერში სინოდის სხდომის დეტალებს იხსენებს.

„სინოდის სხდომაზე დღესაც შევახსენე, რომ თქვენ, რომ პროკურატურას ნდობა გამოუცხადეთ, ის პროკურატურა მამას (გიორგი მამალაძეს) სთხოვდა ეღიარებინა, რომ პატრიარქის ძმიშსვილი, მეუფე დიმიტრი, სოსო ოხანაშვილთან ერთად ავალებდა პატრიარქის მკვლელობას - ეს ერთი. მეორე, როდესაც პროკურორები ამბობდნენ, რომ დუმილის უფლება აირჩია და არაფერს ამბობდა, პროკურორები ეკითხებოდნენ მას, ვინ, ვისთან არის სოდომური ცოდვით დაცემული საპატრიარქოში?“ - თქვა პეტრე ცაავამ. როგორც მან აღნიშნა, მღვდელ გიორგი მამალაძეს აბრალებდნენ, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა.

„არ თანამშრომლობდა იმიტომ, რომ ციანიდის შესახებ კი არ უსვამდნენ შეკითხვებს, არამედ ასეთ უმსგავსობაზე. მაშინ უნდა დავმდგარიყავით“, - თქვა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.

პეტრე ცაავას თქმით, მღვდელ გიორგი მამალაძის საკითხზე პრინპიპულობას მოითხოვდა, თუმცა არ გაიზიარეს მისი თხოვნა.

„ამ ფონზე, როდესაც მე ვითხოვდი, რომ დავდგეთ პრინციპულად, ერი-ბერი, ქუდზე კაცი გამოვიდეთ, რომ ამ არაჯანსაღი მდომარეობიდან ეკლესია გამოვიყვანოთ და სახელმწიფოც“, - ამბობს პეტრე ცაავა და განაგრძობს, - „ხელისუფლებასაც, რა დოზითაც ჰქონდა შეცდომა დაშვებული, მათაც შეეძლოთ, დროზე გამოსულიყვნენ. დღემდე ხო ფაქტობრივად ხელისუფლება ძალიან დაზარალდა, ეკლესიაც დაზარალდა, დღეს მაინც მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგმა. პარალიზებული ადამიანი 8 თვეა იქ [ციხეში] რის. კი მაბრალებენ, რომ თითქოს მოწამის მანტიას [ვასხამდი], მაგრამ ნამდვილად მოწამეობაა, როდესაც უდანაშაულოდ ასეთი... მე ვამბობ დღეს, რომ უცოდველობას ნამდვილად არ ვამტკიცებ, ჩემსას, არც მამაოსი (გიორგი მამალაძის) და არც არავის, მაგრამ ვერც ვერავინ ამას ვერ დავამტკიცებთ. თუმცა თვითონ კი ცდილობენ, რომ ცოცხალი წმინდანი აღიარონ ეკლესიაში, რაც უბრალოდ მკრეხელობაა, არც მეტი და არც ნაკლები. ის (გიორგი მამალაძე) იყო უდანაშაულო კონკრეტულ საქმეში“.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG