Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის თქმით, მალე გამოცხადდება ჩინეთთან „პირველი ფაზის“ სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის ადგილი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი მალე გამოაცხადებენ ადგილს, სადაც ის და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხელს მოაწერენ „პირველი ფაზის“ სავაჭრო შეთანხმებას.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ჩილემ გააუქმა დაგეგმილი სამიტი, რომლისთვისაც უნდა ემასპინძლა ნოემბრის შუა რიცხვებში.

„ჩინეთი და აშშ მუშაობენ ახალი ადგილის შესარჩევად ‘სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის’ ხელმოწერისთვის,“ დაწერა ტრამპმა 31 ოქტომბერს ტვიტერზე. „ახალი ადგილი მალე გამოცხადდება, პრეზიდენტი სი და პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერენ შეთანხმებას!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG