Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი საბა: „ციანიდის საქმის" შემდგომ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე ალაპარაკდნენ


ეპისკოპოსი საბა
ეპისკოპოსი საბა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) „მთავარი არხის“ ეთერში თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის მიმართვას უპასუხა.

„მე ვთქვი, რომ „ციანიდის საქმის" შემდგომ, ამ პერიოდში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე ალაპარაკდნენ. მართლაც, ჩემთვის ეს შოკი იყო, მაგრამ მე, როდესაც ვთქვი, რომ მტკიცებულება, სად არის? მე ვამბობდი, რომ ამაზე საუბრობს ხალხი, მაგრამ მტკიცებულება სად არის? თქვენ ამბობთ, რომ არის მტკიცებულება ადამიანების სახით. ეს ადამიანები სად არიან? მე არცერთ ადამიანს არ შევხვედრივარ, ვინც ამას კონკრეტულად იტყოდა. თქვენ თუ შეხვდით, ამ შემთხვევაში, თქვენ მანამდე უნდა მოგეხდინათ რეაგირება“, - თქვა ეპისკოპოსმა საბამ.

გიორგი ტიგინაშვილის მტკიცებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ.

„არსებობს მომჩივანი მხარე, რომელიც აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქს მასთან ჰქონდა ურთიერთობა. თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ მცდელობების გამო, ზემოქმედების გამო და, შესაბამისად, მათ სურთ, რომ გარკვეული მსჯავრი საეკლესიო სასამართლოზე დადგეს. მათ უთხრეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს“, - თქვა გიორგი ტიგინაშვილმა.

ტიგინაშვილმა მიმართა ეპისკოპოს საბას, რომელმაც მისი მტკიცებით, შემდეგი რამ თქვა:

„ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ საეკლესიო პირთან, მღვდელთან ტაძარში ღამისთევის ლოცვის შემდეგ, როგორც წუხდა ის [ეპისკოპოსი საბა] კათოლიკოს-პატრიარქის ჰომოსექსუალობის გამო. თქვა, რომ ეს, რომ სცოდნოდა, მისგან ხელდასმასაც კი არ მიიღებდა“, - აღნიშნავს გიორგი ტიგინაშვილი და ეპისკოპოსს მიმართავს, - „რატომ არ რცხვენია მეუფე საბას და როგორ მოხდა ასეთი დეგრადაცია და რეგრესი მის პიროვნებაში. მისი შინაგანი განწყობა, ინფორმირებულობა და მისი რიტორიკა სავსებით საწინააღმდეგო იყო. დღეს ის აბსოლუტურად გამოცლილია. ან დაამუშავეს, გადაიბირეს, დააშინეს; ან რაღაცის სანაცვლოდ პრაქტიკულად სინდისი გაყიდა“.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG