Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი მარტვილში ჩავიდა


წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი
წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი

მარტვილში ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

სინოდის მიერ ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებულ მეუფე პეტრესთან შეხვედრამდე, მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ ყველას გული სტკივა იმის გამო, რაც გუშინ მოხდა

„გზაზე რომ მოვდიოდი, ყველა მეუბნებოდა, აი, აღელვებული არის მარტვილი. წალკაც აღელვებულია და მთელი საქართველო აღელვებულია“, - უთხრა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა.

ეპისკოპოსის თქმით, აუცილებელია, ყველა დამშვიდდეს: „მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია, გამოკვლევა არ ტარდება, ვერ ტარდება, როცა ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ. ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს. ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო“.

31 ოქტომბერს, სინოდმა მეუფე პეტრე (ცაავა) გაათავისუფლა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან. სინოდის განჩინებით, „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა მეუფე პეტრემ. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG