სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში 19 საათზეა დაბარებული. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მას ახალ ბრალდებას წარუდგენენ:
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, - აღნიშნულ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა ბრალს სდებს ქმედებაში, რის გამოც ტელეკომპანიამ ვერ მიიღო 6 763 510 ლარი.
გენერალური პროკურატურა საქმეს იძიებს „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის მიერ ტელეკომპანიის თანხების შესაძლო მითვისებისა და ქონების გადამალვის შესახებ.
დაწერეთ კომენტარი