Accessibility links

ივანიშვილი: ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, იგი კაი კაციც უნდა იყოს


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ლიტერატორის, თამაზ ტყემალაძის იუბილეს დაესწრო.

„გენიალური პოეზია აქვს [თამაზ ტყემალაძეს], კარგი პოეზია აქვს, მართლაც საყვარელი პოეზია აქვს. ბევრი წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს, როგორი კარგი მასწავლებელი იყო თამაზი“, - ასე დაახასიათა ივანიშვილმა ტყემალაძე „პირველ არხთან" საუბარში.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მან ლიტერატორს ილია ჭავჭავაძის სიტყვებითაც მიმართა.

„კარგი თბილი სიტყვებიც ვუთხარი თამაზს, რომელსაც იმსახურებდა, გამონათქვამი ჩვენი დიდი ილიასი. მას აქვს ბევრი მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთებული, მეცნიერული. პირდაპირი მნიშვნელობით ვფიქრობ, რომ ილიას სიტყვებს ის იმსახურებს: დიდმა ილიამ თქვა, რომ საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, ამსთანავე იგი კაი კაციც უნდა იყოს და თამაზი ასეთია, ის ნამდვილად იმსახურებს. ის კარგი და საყვარელი პიროვნებაა“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამო კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. ტყემალაძე ამჟამად „პირველი არხის" სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG