Accessibility links

რუსეთი სამხედრო სამსახურს აიძულებს ანექსირებული ყირიმის მოქალაქეებს


ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ (HRW) აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რუსეთის არმიის რიგებში სამხედრო სამსახურს აიძულებს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოქალაქეებს.

„როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთს უფლება არ აქვს შეიარაღებულ ძალებში გაიწვიოს ყირიმის მოქალაქეები. ამ დანაშაულს რუსეთი აორმაგებს იმით, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უარს აცხადებენ იმსახურონ მის შეიარაღებულ ძალებში“, - განაცხადა 1 ნოემბერს „ჰიუმან რაითს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.

რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსია, რასაც არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. მოსკოვი მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს კიევთან შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული 13 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG