Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანიტა რაჭველიშვილი: ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ


ცნობილი საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 1 ნოემბერს, გვიან საღამოს, მისი ოჯახის წევრს, რომელიც მისი მანქანით გადაადგილდებოდა, ქუჩაში თავს დაესხნენ. რაჭველიშვილის მონათხრობის მიხედვით, უცნობი მამაკაცი მანქანაში შეღწევას ცდილობდა, მანქანას ურტყამდა და ყვიროდა. ფაქტს შეესწრნენ სამართალდამცველებიც, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.

„გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში, ეს კაცი შუშაზე რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა, დაინახეს, დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. ამის გარდა იქ იყო უამრავი ადამიანი გარშემო, რომელთაგანაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად ახალგაზრდა გოგოს დახმარებოდა!“ - წერს მომღერალი, რომელიც იმ შემთხვევაში, თუკი მისი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე შეემთხვევა, პასუხისმგებლობას „არაფორმალურ მმართველს“, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

ანიტა რაჭველიშვილის ოჯახის წევრს გვიან ღამით სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე დაიბარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG