Accessibility links

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო


მეტროს სადგური "სადგურის მოედანი"; ფოტო გადაღებულია 2019 წლის 23 ოქტომბერს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას თბილისის მეტროში დაკვამლიანების შესახებ, რის გამოც მგზავრების ევაკუაციის საჭიროება დადგა. მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" დაკვამლიანების მიზეზად თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოძველებულ სადენებს ასახელებს. მისი ინფორმაციით, შეფერხება დაახლოებით 12 წუთს გაგრძელდა და ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG