Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 ბავშვი დაიღუპა ავღანეთში გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად


ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად დაჭრილი ავღანელი ბავშვები
ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად დაჭრილი ავღანელი ბავშვები

სკოლაში მიმავალი 9 ბავშვი დაიღუპა 1 ნოემბერს ავღანეთის ტახარის პროვინციაში, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, ჯავად ჰიჯრიმ ტრაგედიაში დაადანაშაულა ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანი, რომელსაც მძლავრი პოზიციები აქვს ამ პროვინციაში. მაგრამ მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ავღანეთში გაეროს მხარდამჭერმა მისიამ (UNAMA) სამწუხარო უწოდა ძალადობის იმ „უპრეცედენტო მასშტაბებს“, რომელსაც ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.

მისიის ბოლო ანგარიშის თანახმად, ივლისიდან სექტემბრის პერიოდში ავღანეთში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 2563-ს, ამავე პერიოდში დაიჭრა 5676 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG