Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 13 კაცი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან მომხდარ აფეთქებაში


რუსეთისა და თურქეთის დროშები სირიის საზღვარზე
რუსეთისა და თურქეთის დროშები სირიის საზღვარზე

დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 კაცი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად. თურქული წყაროების თანახმად აფეთქება 2 ნოემბერს ქალაქ ტალ აიაბში, ბაზრის მახლობლად მოხდა.

ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით დაღუპულთა შორის არიან ასევე თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სახალხო ლაშქრის მონაწილეები.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარ აფეთქებაში სირიაში მოქმედი ქურთების სახალხო დაცვის გაერთიანება (YPG) დაადანაშაულა, რომელსაც ანკარა უკანონოდ მიჩნეული თურქეთის მუშათა კავშირის (PKK) ტერორისტულ განშტოებას უწოდებს.

ქალაქი ტალ აიბი, სადაც 2 ნოემბერს მოხდა დანაღმული ავტომობილის აფეთქება, სწორედ იმ „უსაფრთხოების ზონაში“ შედის, რომლის თაობაზე აშშ-მა და თურქეთმა მოილაპარაკეს 17 ოქტომბერს. ხოლო რუსეთის ქალაქ სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე 1 ნოემბრიდან დაიწყო რუსეთის სამხედრო პოლიციის და თურქეთის საზღვრის დაცვის ძალების ერთობლივი პატრულირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG