Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი ამოქმედდა 


აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციოდ შეექმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ყველა რთულ უბანზე ეცნობა ვითარებას. შტაბის ხელმღვანელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნო, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები. შესაბამისი სამსახურების მხრიდან სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია.


ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სავალი ნაწილი ინტენსიურად იწმინდება. ასევე, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში. რამდენიმე ოჯახი, რომელსაც სტიქიამ პრობლემები შეუქმნა, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG