Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლეს ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი


იბრაგიმ ელჯარკიევი
იბრაგიმ ელჯარკიევი

მოსკოვში მოკლეს იბრაგიმ ელჯარკიევი, ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელზეც, რუსული საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებული ცნობების ​თანახმად, თავდასხმა მოხდა მოსკოვის ტროპარევო-ნიკულინოს რაიონში.

ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, დაქირავებული მკვლელმა მიმალვამდე საკონტროლო გასროლაც განახორციელა.

ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის გარდა სროლის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ელჯარკიევის ძმა.

პოლიციამ მოსკოვში დაიწყო ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს თავდამსხმელისთვის ყველა გზის მოჭრას და მის შეპყრობას.

გამოცემა Baza წერს, რომ ელჯარკიევის მკვლელობა შესაძლოა „უკავშირდებოდეს ინგუშეთის რელიგიური ლიდერის, იბრაგიმ ბელხაროევის, შვილიშვილის დაღუპვას“ 2018 წელს, რაშიც ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებენ.

გასულ წლის ივლისში, ამ ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის ყოფილ უფროსს თემურ ხამხოევს, სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გამოძალვისა და უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

ქვედანაყოფის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სასამართლოში განაცხადა, რომ ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ელჯარკიევი მისგან მოითხოვდა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებისთვის იარაღის ჩადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG