Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შოუს გამო, სადაც ბავშვები გეის ესაუბრებიან


პიოტრ ტოლსტოი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე
პიოტრ ტოლსტოი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა არასრულწოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე ვიდეო რგოლის გამო, რომელშიც ბავშვები გეი უსვამენ შეკითხვებს. გადაღებაში მონაწილე ყველა მონაწილე პოლიციაში დაიბარეს, ხოლო ბავშვები დედებს ემუქრებიან მშობლების უფლების ჩამორთმევით.

ამის შესახებ შაბათს განაცხადა ორგანიზაცია „უფლებათდამცველის ღია ბარათების“ კოორდინატორმა, ვალენტინა დეხტიარენკომ.

სექტემბერში რუსეთის ფედერალური საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, პიოტრ ტოლსტოიმ შეკითხვა გაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „როკომნადზორს“, რომელშიც მაღალი რანგის დეპუტატი ითხოვდა იუთუბის არხ Real Talk-ის შემოწმებას, ტოქშოუს Slivki Kids-ის გამოშვებების გავრცელებისთვის. ორ გადაცემაში ბავშვები ლგბტ-ის წარმომადგენელთან საუბრობენ, ხოლო კიდევ ერთი სერიის გმირი ყოფილი პორნოვარსკლავი ქალი იყო.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გადაღების ორგანიზატორს შეუდგინეს ადმინისტრაციული ოქმი არასრუწლოვნებს შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისთვის. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ პოლიცია შეამოწმებდა ვიდეორგოლებს ხომ არ შეიცავს ისინი ბავშვების გარყვნისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.

„უფლებათდამცველის ღია ბარათების“ კოორდინატორი, ვალენტინა დეხტიარენკო აცხადებს, რომ თავად ბავშვების მშობლებს არ აქვთ არავითარი პრეტენზია გადაღებების ორგანიზატორებთან. ვალენტინა დეხტიარენკოს თქმით არსებობს ვერსია, რომ რომელიღაც მათგანმა ჩვენებმა მისცა ზეწოლის შედეგად.

2013 წლის 30 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „არასრუწლოვნებში კრძალავს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას“. კანონის მოთხოვნების დარღვევა ისჯება 5 ათას რუბლამდე ჯარიმით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კანონი მიიჩნია დისკრიმინაციულად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG