Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა რამდენიმე საათით გააჩერა თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ატაშე იმყოფებოდა


მოსკოვში მიზეზის აუხსნელად გააჩერეს თვითმფრინავის გაფრენა, რომლითაც აშშ-ის სამხედრო ატაშე მიემგზავრებოდა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, აგვისტოში მომხდარი ამ ინციდენტის თაობაზე, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

აშშ-ის სამხედრო ატაშე ავად იყო და გერმანიის საავადმყოფოში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა. საგანგებო ვითარებაში დიპლომატიური პროტოკოლით ნებადართულია თანამდებობის პირების სასწრაფო ევაკუაცია, მაგრამ თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რუსეთმა რამდენიმე საათით გააჩერა, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს თანამშრომელთა პროტესტისა.

სამხედრო ატაშეს, საბოლოოდ, გაფრენის ნება დართეს, თუმცა რეისის შეყოვნების მიზეზი არ აუხსნიათ.

აშშ-ის სამხედრო უწყებამ დაადასტურა აგვისტოში მომხდარი ინციდენტი, მაგრამ უარი თქვა დეტალებისა და თანამშრომლის ვინაობის გამხელაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ვითარების კომენტირებისას აღნიშნეს, რომ სამხედრო ატაშემ სასაზღვრო კონტროლი სასწრაფო დახმარების მანქანაშივე გაიარა, ხოლო თვითმფრინავის გაფრენა მხოლოდ 20 წუთით გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG