Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე ცალსახა პასუხი ჯერ არ აქვს


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შეწყალებასთან დაკავშირებულ წესებზე მუშაობა დასრულდება, უნდა შეისწავლოს ყველა შემოსული საქმე და დაფიქრდეს, რათა გადაწყვეტილება ყველასთვის გასაგები იყოს.

„ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია საზოგადოებისთვის და მათ არ სჭირდებათ კიდევ ერთი შფოთვის მიზეზი. ამიტომ დავფიქრდები, რამდენიც საჭირო იქნება. ეს არის ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი არის ის, რომ არ არის ჩამოყალიბებული ახალი წესები და უნდა დავიწყო შესწავლა ყველა იმ საქმეების, რომლებიც არის შემოტანილი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ძალიან გაუფრთხილდება.

31 ოქტომბერს, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტს მიმართოს მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

გიორგი მამალაძე 2017 წლის სექტემბრიდან იხდის 9-წლიან სასჯელს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG