Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარებას მეუფე პეტრეც დაესწრო


ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს, რომელსაც მეუფე გრიგოლი (კაცია) ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრება ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავაც.

კომისიას, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა, პეტრე ცაავას შემცვლელი, მეუფე გრიგოლი ხელმძღვანელობს.

სამუშაო გეგმა შედგა. ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე და შემდეგ აბაშის. აქ იმყოფება აბაშის წარმომადგენელიც და მარტვილისაც, შესაბამისად. ნდობით აღჭურვილი კომისია განაგრძობს მუშაობას. მე ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ“, - აღნიშნა პეტრე ცაავამ.

მას არ დაუკონკრეტებია, სად აპირებს წასვლას. შეგახსენებთ, რომ ის პატრიარქს სთხოვდა ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში გაშვებას, თუმცა 2 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მისი სურვილი არ დაკმაყოფილდა.

31 ოქტომბერს სინოდზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში გაამწესეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG