Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი პატიებას ითხოვს, რომ ვერ მოახერხა „ბრექსიტის“ 31 ოქტომბრამდე რეალიზება


ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბოდიში მოუხადა კონსერვატიული პარტიის წევრებს იმისათვის, რომ ვერ მოახერხა 31 ოქტომბრამდე „ბრექსიტის“ გეგმის რეალიზება.

ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევა „დიდი მწუხარების“ საგანია.

ბორის ჯონსონი ხშირად იმეორებდა, რომ „ბრექსიტი“ გასული თვის ბოლოსათვის მოხდებოდა და აცხადებდა, რომ იგი უმალ „სიკვდილს“ დათანხმდებოდა, ვიდრე ევროკავშირიდან გასვლის გადავადებას.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა კენჭი უყარა მთავრობის მიერ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის გულდასმით შესწავლას, ბორის ჯონსონი იძულებული გახდა, „ბრექსიტის“ გადავადება მომავალი წლის 31 იანვრამდე ეთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG