Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანონიმი ინფორმატორი მზად არის უპასუხოს ამერიკელი რესპუბლიკელების შეკითხვებს


დევინ ნუნესი
დევინ ნუნესი

აშშ-ის დაზვერვის ანონიმური წარმომადგენელი, რომლის საჩივარმაც ბიძგი მისცა წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყებას, მზად არის წერილობითი პასუხი გასცეს რესპუბლიკელების შეკითხვებს.

ინკოგნიტო ინფორმატორი შეკითხვებს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივი კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი დევინ ნუნესისგან მიიღებს. აღნიშნული ცნობა 3 ნოემბერს დაადასტურა დაზვერვის ინკოგნიტო წარმომადგენლის ადვოკატმა, მარკ ზეიდმა და დასძინა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი შეკითხვებს პასუხს გაცემს „ფიცის ქვეშ, რომ დაისჯება ყალბი ცნობების გავრცელებისათვის“.

მაგრამ ზეიდმა აღნიშნა, რომ ინკოგნიტო ინფორმატორი არ უპასუხებს ისეთ შეკითხვებს, რამაც შესაძლოა მოახდინოს მისი ვინაობის იდენტიფიცირება და საფრთხის ქვეშ დააყენებს მისი და მისი ოჯახის სიცოცხლეს.

ინფორმატორის ცნობით, ტრამპი თავის თანამდებობას იყენებდა საიმისოდ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევა ეთხოვა. ბრალდება დაკავშირებულია ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბართან, რომელიც 25 ივლისს შედგა.

დონალდ ტრამპი და წარმომადგენელთა ბანაკში მყოფი რესპუბლიკელები მოითხოვენ იმ ინფორმატორის დაკითხვას, რომელმაც მისი საჩივრისათვის საჭირო ინფორმაცია "მეორეხარისხოვანი წყაროსგან" მიიღო. ინკოგნიტო ინფორმატორს, რომლის ვინაობაც უცნობია, დონალდ ტრამპი ადანაშაულებს ​მოწინააღმდეგე დემოკრატების ბანაკთან კავშირში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG