Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებმა ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრის ბლოკირება მოახდინეს


დემონსტრანტებმა, რომლებიც მეორე თვეა აპროტესტებენ ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას და უმუშევრობას, კვირას ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრალური ნაწილის, ტაჰრიrის მოედნის, ბლოკირება მოახდინეს.

იქ შეკრებილი დემონსტრანტები ცდილობენ გადავიდნენ ხიდს, რომელიც ე.წ. მწვანე ზონას უკავშირდება, სადაც სახელმწიფო უწყებები და უცხო ქვეყნების საელჩოები მდებარეობენ.

სამაუწყებლო კომპანია "ბიბისის" თანახმად, პარალელურად მრავალ სასწავლო დაწესებულებში გრძელდება მჯდომარე აქციები. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაწესებულებში შესვლის უფლებას არ მისცემენ თანამშრომლებს, სამედიცინო და საავდმყოფო პერსონალის გარდა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ გადვკეთოთ გზები, რათა მივახვედროთ ხელისუფლევა, რომ პროტესტს გავაგრძელებთ მანამ, სანამ თავიდან არ მოგვშორდებიან ქურდები და კორუფციონერები, ხოლო მმართველი რეჟიმი არ დაემხობა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დემონსტრაციის მონაწილე 25 წლის ტახსინ ნასერმა.

ერაყში პირველი ოქტომბრიდან დაწყებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა რამდენჯერმე გამოიყენეს არაკონვენციური ძალა, რასაც 250-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს ერაყელი ხალხის „კანონიერ მოთხოვნებს“.

„აშშ მიესალმება ნებისმიერ სერიოზულ ძალისხმევას ერაყის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ერაყის საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებისკენ იქნება გადადგმული“, - განაცხადა მაიკ პომპეომ 1 ნოემბერს. მან მოუწოდა მხარეებს, „თავი შეიკავონ ძალადობისგან“ და დასძინა, რომ ოქტომბრის თვეში მომხდარი ძალადობის გამოძიებამ მთავრობის მხრიდან, ვერ მოიპოვა მოსახლეობის „შესაბამისი ნდობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG