Accessibility links

დავით ზალკალიანი "აღმოსავლეთის პარტნიორობის" საიუბილეო მინისტერიალში მონაწილეობს


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება სტოკჰოლმში, რომელიც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მინისტერიალს მასპინძლობს.

ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებთან: საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან, ბელარუსსა და მოლდოვასთან თანამშრომლობის ეს ფორმატი შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა და მისი მთავარი მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

ევროკომისიამ 2008 წლის 3 დეკემბერს, გამოაქვეყნა კომუნიკე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შესახებ, რომელიც 2009 წლის 19 მარტს დამტკიცდა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. „აღმოსავლეთის პარტნიორობა” კონკრეტულ მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ხელშეწყობას, მიაღწიონ ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.

სტოკჰოლმის მინისტერიალში მონაწილეობენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრები, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი.

სტოკჰოლმში ვიზიტისას დავით ზალკალიანი შეხვდება შვედეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის მინისტრებს. ვიზიტი 6 ნოემბერს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG