Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წინა წელთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელი 13.5%-ით გაძვირდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა. წლიური ინფლაციის დონე 6.9%-ია.

2018 წლის ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელი 0.3% იყო, ხოლო წლიურის - 2.3%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში, თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით, 0.8% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების 6.2%-იანი ზრდაა.

2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7%-ია, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.4%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - საერთო ჯამში 1.6%-იანი მატება. მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი (2.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.7%), ზეთი და ცხიმი (1.6%), თევზეული (1.4%), ხილი და ყურძენი (1%).

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - ამ ჯგუფში ფასები, საერთო ჯამში, მომატებულია 5.9%-ით. ფეხსაცმელი 10.9%-ითაა გაძვირებული, ხოლო ტანსაცმელი - 3.9%-ით.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - საერთო ჯამში, 13.5%-იანი მატება. მათ შორის, ხილი და ყურძენი (26.9%), რძე, ყველი და კვერცხი (16%), თევზეული (15.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4%), პური და პურპროდუქტები (11%).

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაზრდილია 13.8%-ით;

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.3%-ით;

ტრანსპორტის ჯგუფში 3%-იანი მატებაა;

სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფში ფასები გაზრდილია 6.9%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG