Accessibility links

logo-print logo-print

ირანში აღინიშნება აშშ-ის საელჩოში შეჭრის მე-40 წლისთავი


პროსამთავრობო დემონსტრაცია ირანში

4 ნოემბერს ირანში აღინიშნება აშშ-ის საელჩოში შეჭრის მე-40 წლისთავი. ირანში 1979 წელს მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანელმა სტუდენტებმა ხელთ იგდეს საელჩოს შენობა და დაატყვევეს საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი, რასაც მძევალთა 444-დღიანი კრიზისი მოჰყვა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მთავრობის მხარდაჭერით ორგანიზებული მსვლელობები დაახლოებით ათას ქალაქში იმართება. ეპიცენტრშია ირანის დედაქალაქი თეირანი, სადაც მრავალრიცხოვანი ბრბო შეიკრიბა აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობასთან, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ „ჯაშუშების ბუდედ“ მოიხსენიება.

რადიკალური ყაიდის სააგენტო „ფარსის“ თანახმად, დემონსტრანტები სკანდირებდნენ აშშ-ისა და ისრაელის საწინააღმდეგო მოწოდებებს.

ერთი დღით ადრე ერისადმი მიმართვაში, ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი ინარჩუნებს აკრძალვას აშშ-სთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკების გამართვის თაობაზე.

„ამერიკის პოლიტიკური ინფილტრაციის თავიდან აცილების ერთადერთი გზა, მასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკების აკრძალვაა. ეს ნიშნავს, რომ ირანი არ დაჰყვება აშშ-ის ზეწოლას“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ 3 ნოემბერს, თეირანში აშშ-ის საელჩოს ხელში ჩაგდების მე-40 წლისთავთან დაკავშირებული მიმართვის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG