Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, პოლიტიკაში მონაწილეობაა


გამოცემა „ანტრეპრენერთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებასთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ მისთვის ქველმოქმედება ეფუძნება შოთა რუსთაველის ფილოსოფიას - „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. ამასთან, მისი სიტყვებით, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც კი ცხოვრებაში გაუკეთებია, პოლიტიკაში მონაწილეობაა.

„ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG