Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ბერას კამპანიაზე ამაზონის გადასარჩენად: ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა


გამოცემა „ანტერპრენერთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მისი ვაჟის ბერა ივანიშვილის საქველმოქმედო კამპანიაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს.

„ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა. ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში − ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა წამოსწიეს, თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას“, - პასუხობს ბიძინა ივანიშვილი „ანტერპრენერის“ შეკითხვას.

მისი სიტყვებით, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის პროცესში ჩართვისა და საკუთარ თავზე აღების სურვილი პირველი დღეებიდანვე გამოხატა. თუმცა ამაზე ღიად არ უსაუბრია, „რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა“.

„არის ასეთი მაგარი კაცი − თემურ ტყემალაძე, ჩვენი ბუნების ნამდვილი ამაგდარი, უმაღლესი დონის სპეციალისტი და ჩემი დიდი ხნის მეგობარი. სამი წლის განმავლობაში ერთად ვაკვირდებოდით მე და თემური, რა და როგორ ვითარდებოდა, შეძლებდა თუ არა ბუნება საკუთარი ძალებით მორეოდა ხანძრის შედეგებს. თემური რეგულარულად ახორციელებდა საკონტროლო შემოფრენებს ჩემი ვერტმფრენით. ბოლო შემოფრენის შემდეგ მომახარა, რომ ჩარევა არ იყო საჭირო და ბუნებამ საკუთარი ძალებით დაიწყო აღდგენა“, - პასუხოს ბიძინა ივანიშვილი გამოცემა „ანტერპრენერს“.

მისი სიტყვებით, თემურ ტყემალაძესთან ერთად შეიმუშავეს კიდეც მთაწმინდის განაშენიანების პროექტი.

„პროექტი ისე დაგეგმა თემურმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ბერა ივანიშვილმა 22 ოქტომბერს ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მან გადაწყვიტა, ხანძრის შედეგად დაზარალებული ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გაიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG