Accessibility links

logo-print logo-print

სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე უარი


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ დისკრიმინაციულად არ მიიჩნია კომპანია „ალმას“ უარი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

საქმე ეხება „ალმას“ უარს 17 მაისს ჰომოფობიური ბანერების განთავსების შესახებ, რომელიც "თანასწორობის მოძრაობამ” თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

2019 წლის 17 მაისს „თანასწორობის მოძრაობამ“ საჯარო მანიფესტაციის გამართვის ნაცვლად გადაწყვიტა, რომ ჰომოფობია თბილისის მეტროსა და ავტობუსის გაჩერებებზე ბანერებით გაეპროტესტებინა.

„კამპანიის ფარგლებში მოვამზადეთ 11 ანტიჰომოფობიური ბანერი. პირველ ეტაპზე კომუნიკაცია კომპანია „ალმასთან“ წარმატებით მიმდინარეობდა, შევადგინეთ ხელშეკრულება. კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კამპანია ჰომოფობიის საწინააღმდეგო იქნებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გავუგზავნეთ ვიზუალური მასალა, უარი განაცხადეს ბანერების განთავსებაზე და ხელშეკრულება გააუქმეს. კომპანიამ უარის ერთ-ერთ მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდიდა ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებდა გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, „ალმას“ მხრიდან განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა.

„მან დაარღვია ხელშეკრულება და უარი უთხრა „თანასწორობის მოძრაობას“ მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებლად. მათი თავდაპირველი პოზიციით ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის მოტივი იყო ის, რომ მათ ეკრძალებოდათ სოციალურ კამპანიებში ჩართვა და რეკლამების განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაცია, საპასუხოდ არაფერი მიგვიღია“, - აცხადებენ „თანასწორობის მოძრაობაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG