Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, არის მსხვერპლი


უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადში ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ოთხი დემონსტრანტი იქნა მოკლული ირანის საკონსულოსთან, ქალაქ ქარბალაში.

ეს ინციდენტები აგრძელებს ძალადობრივი ფაქტების ციკლს, რომელიც მოჰყვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიას. გაბრაზებული ერაყელები მთავრობას მასშტაბურ კორუფციაში სდებენ ბრალს.

ბაღდადში 12-მდე პირი დაიჭრა მას შემდეგ, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს სახელმწიფო ტელევიზიის შტაბ-ბინასთან - იუწყებიან თვითმხილველები და უსაფრთხოების ძალები. 4 ნოემბერს პირველად მოხდა, რომ ბაღდადში დემონსტრანტებს რეალური ტყვიები ესროლეს, მას შემდეგ, რაც დემონსტრაციები 24 ოქტომბერს განახლდა. აქამდე პოლიცია ცრემლმდენ გაზს იყენებდა და მას ძალის გადაჭარბებაში ადანაშაულებდნენ.

ქარბალაში დემონსტრანტებმა იერიში მიიტანეს ირანის საკონსულოზე, მას შემდეგ, რაც გაიმართა რამდენიმე აქცია, რომელთა მონაწილეები აპროტესტებდნენ კორუფციას, უმუშევრობას და ირანის ჩარევას ერაყის საქმეებში. თვითმხილველების თქმით, დემონსტრანტებმა 3 ნოემბერს ჩამოხსნეს ირანის დროშა და ის ერაყის დროშით შეცვალეს. სამოყვარულო ფორმატით გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ ესროდნენ დემონსტრანტები საკონსულოს კედელს ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG