შინაგან საქმეთა სამინისტრო პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხულიგნობის მუხლის (239) მე-3 ნაწილით (ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) დაიწყო გამოძიება ახალქალაქში მომხდარი ფაქტის შესახებ.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცის ცემის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის შვილი, დავით მკოიანია.
„რუსთვი 2“-თან საუბარში პარლამენტის წევრი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მკოიანის თქმით, მისი შვილები ინციდენტის დროს ერევანში იმყოფებოდნენ.
დაწერეთ კომენტარი