Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ შეპყრობილია „ისლამური სახელმწიფოს“ მოკლული ლიდერის და


სურათზე მარცხნივ რასმია ავადი, მისი ქმარი და რძალი
სურათზე მარცხნივ რასმია ავადი, მისი ქმარი და რძალი

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე შეიპყრეს ამერიკული სპეცრაზმის მიერ მოკლული ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის და.

„როიტერსისა“ და „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, 4 ნოემბერს თურქმა სამხედროებმა რეიდის დროს 65 წლის რასმია ავადი ალეპოს პროვინციაში მდებარე ქალაქ აზაზში იპოვეს.

ანონიმური ოფიციალური წყაროების ცნობით, რასმია, რომელიც შეიძლება „ოქროს მოწმე“ იყოს სპეცსამსახურებისთვის, მეუღლესთან, რძალსა და ხუთ შვილიშვილთან ერთად ტრაილერში ცხოვრობდა.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წარმომადგენელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა, ამ ფაქტს თურქეთის „კონტრტერორისტული ოპერაციის მორიგი წარმატება“ უწოდა.

ალ-ბაღდადის დის შესახებ ცნობები უმნიშვნელოა. გასულ თვეში „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის მოკვლის შემდეგ, ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერად 31 ოქტომბერს დასახელდა აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაიში.

აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა, 26 ოქტომბერს დაიღუპა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ იდლიბის პროვინციაში, აშშ-ის სპეცრაზმის მიერ მის სამალავზე განხორციელებული იერიშის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG