Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინტერნეტის თავისუფლების“ ინდექსით რუსეთი ჩამორჩება ზიმბაბვეს და ანგოლას


საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგის თანახმად, რუსეთი აღმოჩნდა „არათავისუფალი ინტერნეტის“ მქონე ქვეყნების ჩამონათვალში.

„Freedom house“-ის რეიტინგის თანახმად, საქართველო 75 ბალით თავისუფალი ინტერნეტის ქვეყნებში შედის.

ყოველწლიურად „ინტერნეტის თავისუფლების“ რეიტინგი დგინდება სამი გლობალური კრიტერიუმის საფუძველზე გაკეთებული ექსპერტული შეფასებით: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, საინფორმაციო კონტენტის შეზღუდვა და მომხმარებლების კონტროლი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან.

ინტერნეტის თავისუფლება ფასდება ასბალიანი სისტემით, ხოლო ქვეყნები იყოფა სამ ჯგუფად: თავისუფალი ინტერნეტის ქვეყნები 70-დან 100-ბალამდე, 40-69 ბალამდე - ნაწილობრივ თავისუფალი და 0-დან 39 - არათავისუფალი ინტერნეტის ქვეყნები.

ახალი რეიტინგის თანახმად, რუსეთი 31 ბალით ჩამორჩება მრავალ პოსტსაბჭოთა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს, როგორებიცაა ბელორუსი, აზერბაიჯანი, ზიმბაბვე და ანგოლა.

ინტერნეტი ყველაზე არათავისუფალია ჩინეთში, რომელსაც 10 ბალი ერგო. ხოლო ყველაზე უფრო თავისუფალია ისლანდიაში (95 ბალი), ესტონეთსა (94) და კანადაში (87).

გამოკითხვამ მოიცვა 65 ქვეყანა, რომელზეც მსოფლიოს ინტერნეტის მომხმარებელთა 87% მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG