Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანს სურს, რომ ერევანი მოკავშირეებისაგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას ღებულობდეს


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მოსკოვის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრებს, რომ „გაითვალისწინონ ყველა მოკავშირე ქვეყნის ინტერესები“, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო პოლიტიკას და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას.

აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა გააკეთა 5 ნოემბერს, ერევანში მიმდინარე ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთისა და ბელორუსის, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელიც სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან კოლექტიური უსაფრთხოების არაწევრ აზერბაიჯანს.

ერევანსა და ბაქოს ხანგრძლივი დაპირისპირება აქვთ აზერბაიჯანის სეპარატისტული მთიანი-ყარაბახის რეგიონის გამო.

ერევნის კრიტიკას არ იზიარებენ მოსკოვში. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა, „მოსკოვი არა მხოლოდ აზერბაიჯანს აწვდის იარაღს, არამედ თავის ყველა პარტნიორს და მოკავშირეს. მათ შორის სომხეთს, რომელსაც რუსეთი ყველა სხვა ქვეყანაზე ბევრად უფრო მეტ იარაღს ჰყიდის.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG