Accessibility links

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მე-18 კანდიდატს მოუსმენენ


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-18 კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმენენ.

2017 წლის ნოემბრიდან ქეთევან ცინცაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორია. მისი ფუნქციაა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და განხორციელება, საქმის გარემოებების მოკვლევის შედეგად შესაბამისი დასკვნის მომზადება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენა.

2011-2017 წლებში ქეთევან ცინცაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოში, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 17 კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG