Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: ლიბიაში 200-მდე რუსი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა


ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ლიბიაში დაახლოებით 2000 რუსი დაქირავებული მებრძოლი, მათ შორის, რამდენიმე სნაიპერი დაიღუპა, - ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს მაღალი რანგის ლიბიელ მოხელეებსა და დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით.


ლიბიის სამხედრო კონფლიქტში მონაწილე სნაიპერები, „ნიუ იორკ ტაიმსის“ წყაროების ცნობით, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ (ЧВК Вагнера) ირიცხებოდნენ.

ლიბიაში საბრძოლო მოქმედებები მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ოფიციალურად რუსეთი მასში მონაწილეობას არ იღებს.

დაქირავებული რუსი სამხედროები დახმარებას უწევენ გენერალ ხალიფა ხაფტარის არმიას, რომელსაც ალყაში ჰყავს დედაქალაქი ტრიპოლი. თავად ქალაქს აკონტროლებენ საერთაშორისოდ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მომხრე ჯარები. მათ ეხმარება აშშ-ისა და თურქეთის ლიდერობით მოქმედი დასავლეთის კოალიცია.

მარტში „ტელეგრაფი“ იტყობინებოდა, რომ ლიბიაში მყოფი „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების რაოდენობა არანაკლებ 300 კაცს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG