Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ზრდის დახმარებას სომხეთისათვის


სომხეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს სომხეთს დახმარების სახით გამოუყო 60 მილიონი დოლარი, რაც 40%-ით მეტია წინა წლის ფინანსურ მხარდაჭერასთან შედარებით.

ამ დაფინანსების მიზანია „სომხეთის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა“ და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უსაფრთხოება, ენერგეტიკა, განათლება, ადამიანის უფლებების დაცვა და „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სამთავრობო ინსტიტუტების განმტკიცება“, ნათქვამია საელჩოს 4 ნოემბრის განცხადებაში.

სომხეთი, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთის მჭიდრო პარტნიორია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ერევანს, განავითაროს კავშირები ვაშინგტონთან.

1992 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის დახმარებამ სომხეთისათვის 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG