Accessibility links

site logo site logo

სუსი ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს


გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის დაკავებას ე. წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, გატაცებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ზაქრო ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე ბაღში იმყოფებოდა. მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG