Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქათამი ლუგარის ლაბორატორიას გადავეცით" - „ბიუ-ბიუს“ ხელმძღვანელი სურსათის სააგენტოს არ ენდობა


ლუგარის ლაბორატორია შეამოწმებს „ბიუ-ბიუს“ წარმოებულ ქათმის ხორცს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა „ბიუ-ბიუ"-ს მწარმოებლის, შპს „ჩირინას" დირექტორმა რევაზ ვაშაკიძემ.

ვაშაკიძე უარყოფს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციას და ამბობს, რომ „ბიუ-ბიუ"-ს ქათმის ხორცში სალმონელა არ აღმოჩენილა.

„როგორც ვიცი, რესტორანში მოხდა ხალხის მოწამვლა. მე რაც სურსათის უვნებლობის საგენტოდან ვიცი, 9 ადამიანი მოიწამლა. როდესაც გააკეთეს ანალიზი, აქედან 7 შემთხვევაში არ იყო სალმონელა, მხოლოდ 2-ში იყო. თუმცა, კონკრეტული ქათამი, რომელზეც იყო საუბარი, ჩვენ შემოწმებული გვაქვს და არანაირი სალმონელა არ დადგენილა. ამის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდნენ ჩვენთან და შევთანხმდით, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეამოწმებდნენ, საიდანაც პასუხები ჯერ არ გვაქვს. არ ვიცი, რატომ გააკეთეს ასეთი განცხადება", - თქვა რევაზ ვაშაკიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარდა ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ნიმუშებად აიღეს:

1) უკრაინული ქათმის ბარკალი;

2) „ბიუ-ბიუ"-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი);

3) „ბიუ-ბიუ"-ს ქათმის ფილე დამარინადებული.

როგორც სააგენტო იტყობინება, მათ წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპი შეამოწმეს.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებულ ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა.

მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისტრიბუტორი შპს „სანი“)“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG