Accessibility links

EUMM არ ადასტურებს "საზღვართან" სროლის შესახებ ინფორმაციას


ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისია (EUMM) არ ადასტურებს დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებას "საზღვართან" სროლის შესახებ.

„EUMM -ის არც ერთმა მონიტორმა არ დაადასტურა, რომ გაიგონა სროლის ხმა. ადგილობრივებთან და საქართველოს ხელისულფების წარმომადგენლებთან გასაუბრებით მონიტორინგის მისია რაიონში სროლის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას არ ფლობს“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადების თანახმად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 6 ნოემბერს თავად გააქტიურა ცხელი ხაზი მედიით გავრცელებული ინფორმაციის გამოსარკვევად.

ევროკავშირის მონიტორები ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებას 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან .

„5 ნოემბერს სოფელ კოდის მიდამოებში რამდენიმე პატრულირება განხორციელდა“,- ნათვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაცია უწოდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებას "საზღვართან" სროლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG