Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან აკინის ფილმიდან ნაწყვეტს ჰოლანდიური კინოთეატრი ავრცელებს


ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) მორიგ ნაწყვეტს ავრცელებს ჰოლანდიური კინოთეატრი „კრიტერიონი“.

ამსტერდამში ფილმის კინოჩვენება 7 ნოემბერს იგეგმება. ღონისძიების ორგანიზატორები, ასევე ინტერესდებიან საქართველოში ლგბტ+ და ქვიარ აქტივიზმით.

„და ჩვენ ვიცეკვეთ" ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა.

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.

5 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბიზნესმენმა ლევან ვასაძე ხალხს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც მან თქვა, შეკრებილები გაიყოფიან და თბილისში მდებარე ხუთივე კინოთეატრში მივლენ, სადაც კინოჩვენება იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG