Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 თანამშრომელი


ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა - რომელთაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობა და კონტროლი ევალებოდათ - ობიექტზე არსებულ დარღვევებზე იგნორირების სანაცვლოდ თანხა მოსთხოვეს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს:

„ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG