Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ფობიას": აქციის ორგანიზატორების მიმართ დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე


სამოქალაქო პლატფორმა „არა - ფობიას“ მიიჩნევს, რომ გეი ფილმის ჩვენების ჩაშლის მოტივით 8 ნოემბერს გამართული ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორების მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით. „არა ფობიას“, ასევე, მოითხოვს, გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივი დემონსტრაციაზე ჩადენილ დანაშაულებში.

ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე 8 ნოემბერს 27 ადამიანი დააკავეს. ჰომოფობიური აქცია ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და მათი ლიდერების - სანდრო ბრეგაძის, ლევან ვასაძისა და გურამ ფალავანდიშვილის - მიერ იყო ორგანიზებული.

„არა ფობიას“ განცხადების ხელმომწერი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად“.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საფარი
  • თანასწორობის მოძრაობა
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG