Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის „გრან სლემზე“ ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს


ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ძიგორო კანოს მემორიალზე ოთხი სპორტსმენით გამოვა. 2019 წლის სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურნირს, რომელიც „გრან სლემის“ სტატუსით ჩატარდება, 22-24 ნოემბერს ოსაკა უმასპინძლებს. კონკურენციაში, ტრადიციულად, მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები ჩაებმებიან. იაპონიის ნაკრებს კი თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხი მონაწილე ეყოლება.

საქართველოს სახელით ტატამზე გავლენ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ევროპის პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე 90 კგ) და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

ძიგორო კანოს მემორიალის დასრულების შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები იაპონიაში დარჩებიან და მოემზადებიან სეზონის ბოლო საერთაშორისო შეჯიბრებისთვის - მსოფლიოს მასტერსისთვის, რომელიც 12-14 დეკემბერს ჩინეთში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG