Accessibility links

მელია: ცდილობდნენ ოპოზიციის პროვოცირებას, რომ სხდომის ჩაშლა ინციდენტისთვის დაებრალებინათ  


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში მისვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებების მოტივების შესახებ საუბრობს.

„ახლა ვაკვირდებით უნიჭო მცდელობას, რომ ეს განხილვა გადაიდოს გაურკვეველი დროით. რა თქმა უნდა, ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადება ბიძინა ივანიშვილის დავალებაა. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ხუნდაძე ოდესმე დამოუკიდებლად აკეთებს რაიმე განცხადებას. ეს არის სპექტაკლი და როლები გადანაწილებული აქვთ. დილიდან ჩანს, რომ არანორმალურად აგრესიულები არიან. ცდილობდნენ ოპოზიციის პროვოცირებას, რომ სხდომის ჩაშლა ამა თუ იმ ინციდენტისთვის დაებრალებინათ, - თქვა მელიამ და განაგრძო, - 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ხელშეკრულება დადებულია, რომელიც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს. დაარღვევს ივანიშვილი ამ შეთანხმებას? ბუნებრივია, შედეგად მიიღებს ძალიან დიდ გულისწყრომას და დემოკრატიული ტალღა ივანიშვილის ხელისუფლებას აუცილებლად წალეკავს. პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა იქნება დამატებითი მღელვარების საფუძველი და დარწმუნებული ვარ, იმაზე მრავალრიცხოვან დემონსტრაციებს იხილავს ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე, ვიდრე მას კოშმარულ სიზმარში წარმოუდგენია“.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გარკვეული კომპრომისების გამო დათანხმდა, თუმცა დღეს უჩნდება კითხვები, იყო თუ არა სწორი მისი კომპრომისი.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ეს იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG