Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნენსი პელოსი: დონალდ ტრამპმა უკვე აღიარა "მექრთამეობა" უკრაინის სკანდალში


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე აღიარა „მექრთამეობა“ უკრაინის სკანდალში. „ეს მექრთამეობაა“, განაცხადა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა 14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. საქმე ეხება 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარს, რომელშიც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარება სთხოვა. „რაც პრეზიდენტმა აღიარა და რაშიც, მისი თქმით, პრობლემა არაა, მე ვიტყვი, რომ ეს დარღვევაა. ეს მექრთამეობაა“, - თქვა პელოსიმ სატელეფონო საუბრის შესახებ.

„ქრთამი ნიშნავს, მისცე ან შეუჩერო სამხედრო დახმარება არჩევნებთან დაკავშირებული ყალბი გამოძიების თაობაზე საჯარო განცხადების სანაცვლოდ. ეს მექრთამეობაა“, - თქვა პელოსიმ.

კონსტიტუციის თანახმად, „ღალატი, მექრთამეობა ან სხვა სერიოზული დანაშაული“ იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა.

კრიტიკოსები ტრამპს ბრალს სდებენ, რომ მან უფლებამოსილებებს გადააჭარბა, როცა ზელენსკიზე ზეწოლა განახორციელა, რათა გამოძიება ეწარმოებინა ტრამპის პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ. მათი თქმით, ტრამპმა ზეწოლის ბერკეტად გამოიყენა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება და ზელენსკისთვის უარი თეთრ სახლში მაღალი რანგის ვიზიტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG