Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ამბობს, რომ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებს ლიტვის მიერ რუსი ჯაშუშების შეწყალებას


ლიტვის პრეზიდენტმა შეიწყალა ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ორი რუსი, მოსკოვი კი ამ ჟესტის პასუხად ამბობს, რომ ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს.

გიტანას ნაუსედამ 15 ნოემბერს ხელი მოაწერა შეწყალების ბრძანებას ნიკოლაი ფილიპჩენკოს და სერგეი მოისეენკოს მიმართ, რომლებიც ლიტვაში პატიმრობაში იმყოფებიან ჯაშუშობის გამო. პრეზიდენტის ბრძანების შესახებ ცნობა გამოქვეყნდა მის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ფილიპჩენკო და მოისეენკო, რომლებსაც ლიტვის სასამართლოებმა 2017 წელს მიუსაჯეს პატიმრობა, შესაძლოა გაცვალონ ლიტვის ორ მოქალაქეზე, ევგენი მატაიტისსა და არისტიდას ტამოსაიტისზე, რომლებიც 2016 წელს რუსეთში ცნეს დამნაშავედ ჯაშუშობაში, - იუწყება ბალტიის საინფორმაციო სააგენტო. ორი ლიტველი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სამხედრო სფეროს შესახებ ინფორმაციის ლიტვისთვის გადაცემაში.

ნაუსედას ბრძანების თანახმად, რუსების შეწყალება განხორციელდა ჯაშუშების გაცვლის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 15 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მოსკოვი ამას ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG